ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა – 517, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 157, კახეთი – 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი – 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.