ვირუსით 3 196 ადამიანი დაინფიცირდა

  •  

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 965 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 196  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 147   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.62 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  419 534-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.35 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე.

მსგავსი თემები