“ეს პასუხი ფინჯანზე „მარჩიელობას” ჰგავს” – გიორგი ფხაკაძე ანტისხეულებზე ტესტების ჩატარებას აპროტესტებს

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს.

პროფესორი ანტისხეულების ტესტებზე საუბრობს და ამბობს, ეს არის აფიორა და ტყუილი „ფულის კეთება“.

„ანტისხეულების ტესტების “ბიზნესის” წინააღმდეგ გამოვდივარ. ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთდება და არაპროფესიონალიზმი ამ ქვეყანაში.

ეს არის უბრალოდ “აფიორა” და ტყუილი/მცდარი მოლოდინების ილუზიის შექმნა. მეცნიერულად “ანტისხეულების ტესტი” კონკრეტულ ადამიანს არანაირ შედეგს არ აძლევს, ვინაიდან რა პასუხიც არ უნდა იყოს ეს პასუხი უფრო “ფინჯანზე მარჩიელობას” ჰგავს.

ამერიკაში სადაზღვევო სისტემა არ აფინანსებს ამ რესურსებს ჩვენთან კი (ასევე რუსეთში) ბუმია ამ ტესტებზე.

მსგავსი თემები