„კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტის სახელით ცნობილი ხელშეკრულების ანულირებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ეს გადაწვეტილება დაკავშირებულია არჩევნების წაგების მოლოდინთან და მმართველ გუნდს „კოვიდის“ ხელოვნურად გავრცელებამაც ვერ უშველა.

„კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა, იმიტომ, რომ შარშან, არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს კოვიდი. ახლაც მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ყალბი ცნობებით ტურისტები, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება. იგივე გეგმა აქვს წელს სექტემბრისა და ოქტომბრისთვის. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი. იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებზე, მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნების და ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე“ – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით,  ხალხი მას უნდა ენდოს, რადგანაც ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

„ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ.  მენდეთ, ბოლომე ვიბრძოლებ, არასდროს გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც ერთგულებას ინარჩუნებდნენ. ჩვენ ყევლაფერი გამოგვივა. დიდი ხანი ვიცადეთ, ბევრი წელი დავკარგეთ, საქართველოს მეტი დასაკარგი დრო არ აქვს. წავალთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს წელი არის გამარჯვების წელი. ღმერთი იყოს თითოეული ქართული ოჯახის და საქართველოს მფარველი“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშილის ვიდეო მიმართვაში.

მსგავსი თემები