მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სახალხო რეფერენდუმამდე ჩამოვა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე ისევ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს რეფერენდუმის ჩატარების წინ მოხდება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ სახალხო რეფერენდუმი მაინც ჩატარდება.

„ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა, საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთადერთი პარალელია ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც 2013 წელს გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან, რა მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხოლოდ ევროკავშირის ან რომელიმე პარტიის წინაშე, არამედ ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე“ – აცხადებს სააკაშვილი.

მისი შეფასებით, მმართველმა გუნდმა აიღო ვალდებულება, ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ქართველ ხალხს გადაეწყვიტა, უნდა დანიშნულიყო თუ არა რიგგარეშე არჩევნები.

„როდესაც დაინახა, რომ კატასტროფულად აგებს, მან ეს ვალდებულება მთლიანად გააუქმა. მისი გეგმები, რა თქმა უნდა, გასაგებია. ეს მან გააკეთა ივლისის ბოლოს, აგვისტოში აპირებს, დახუროს ოპოზიციური მედია, სანამ მთელი მსოფლიო და ქართველების ნაწილი შვებულებაშია წასული, შემდეგ აპირებს, კოვიდის საფარქვეშ შემოიღს შეზღუდვები, დააშინოს ხალხი“ – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში და დასძენს, რომ ის მაინც ჩამოვა.

„ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე“ – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.     

მსგავსი თემები