“საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება” – დიმიტრი პესკოვი

საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს საკითხი რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზულ მონიტორინგს ექვემდებარება.

„მთავარია, რომ ის გვავალდებულებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებას. ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს და სხვადასხვა დონეზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წვრთნების სცენარები არ გულისხმობდეს რაიმე ფარულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. წვრთნების სცენარები ნატო-ში იბეჭდება და ალიანსი არ მალავს, ვინ არის მათთვის მთავარი მტერი“, – აღნიშნა პესკოვმა.

სამხედრო წვრთნებში აზერბაიჯანის მონაწილეობასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სუვერენული ქვეყანაა და რუსეთი აფასებს მასთან პარტნიორობას.

მსგავსი თემები