სენატორები შეთანხმების დოკუმენტის ანულირებას აკრიტიკებენ

  •  

ამერიკელი სენატორები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევით მიღებული დოკუმენტის ანულირებას იმედგაცრუებად აფასებენ. 7 სენატორის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დოკუმენტი პარტიებმა კეთილსინდისიერად არ შეასრულეს.

„შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომ მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, დოკუმენტმა გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ან, თუნდაც,  კეთილსინდისიერად არ შეასრულა შეთანხმება. სწორედ მმართველ პარტიას ევალება, გვერდზე გადადოს პოლიტიკური განსხვავებები და გააგრძელოს მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რაც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს,” – ვკითხულობთ სენატორების  განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ ე.წ. ისტორიული ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა, რასაც ქვეყნის პარტნიორები კრიტიკით შეხვდნენ.  

მსგავსი თემები