„შეთანხმებიდან გასვლა ძირგამომთხრელია“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ე.წ. ისტორიული დოკუმენტიდან გასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო დეპარტამეტშიც აკრიტიკებენ.

როგორც  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი სოციალურ ქსელში წერს, შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის,”- აცხადებს ნედ პრაისი.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ ე.წ. ისტორიული ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა, რასაც ქვეყნის პარტნიორები კრიტიკით შეხვდნენ.  

მსგავსი თემები