„პოლიტიკური თამაში მოქალაქეების ხარჯზე“ – ევროპარლამენტარი საქართველოშია

  •  

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ჩამოფრინდა. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების გადაწყვეტილება თამაში უწოდა.  

ევროპარლამენტარი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად ვითა ექნება მას შეხვედრა.

„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს ევროკავშირთან გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება 2020 წლის შემდგომი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დღის წესრიგის პერსპექტივა…  უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ამ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.​

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ ე.წ. ისტორიული ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა.

მსგავსი თემები