მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს 

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე გიორგი მაჩაბელის შეცვლის, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, 10 სექტემბერს გაათავისუფლა თანამდებობიდან.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბერიკა შუკაკიძეს აქვს განათლების სფეროში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება, ასოცირებული პროფესორის რანგში, სალექციო კურსები მიჰყავს განათლების მართვისა და კვლევების პროგრამებზე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. არის არაერთი სტატიის ავტორი და კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი განათლების სისტემის მიმართულებით. მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი განათლების სფეროში, ამასთან, აქვს მაგისტრის ხარისხი ებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ბერიკა შუკაკიძე 2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროგრამებისა და მოგვიანებით ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად.

მსგავსი თემები