კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,71 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,71 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 8,68 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,03 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა გამოვლინდა, 1 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები