მსოფლიოში ახალი – „ლამბადა“ შტამი გამოჩნდა

​კორონავირუსის ახალი შტამი, სახელწოდებით „ლამბადა“ უკვე გამოჩნდა. როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ამ შტამის შესახებ, ჯერჯერობით დიდი არაფერი იციან.

„ლამბდა“ სულ ახალია.  საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ პერუშია გავრცელებული. „ინდურისგან“ განსხვავებით, სხვაგან არ გავრცელებულა. ამიტომ, ჯერ მასზე ცნობები არ არის. ამბობენ, რომ „ინდურზე“ არანაკლებ საშიშია. სადაც ინდურმა შტამმა ფეხი შედგა, ყველგან დომინანტური გახდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ლამბადა შტამზე ამბობენ, რომ მას განსხვავებული თვისებები აქვს და რიგ შემთხვევებში, რთულად მიმდინარეობს“, – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.  

მსგავსი თემები