საპატრიარქო სასულიერო პირებს „მოძალადე ჟურნალისტების“ მხრიდან თავდაცვის მექანიზმს სთავაზობს

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს და ე.წ.  მოძალადე ჟურნალისტების მხრიდან თავდაცვის გზას სთავაზობს. კერძოდ,  როგორც საპატრიარქოში განმარტავენ,  ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლია, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია.

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, აღნიშნულის  მიზეზი არაერთია – სასულიერო პირებს  დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელთან.

„მათთვის კი, ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, განვუმარტავთ: საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I მუხლი).

სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც (მუხლი 155-ე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია; რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელთან;

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება. ღმერთმა მოგვცეს დათმენის უნარი და ლოცვის ძალა, ამინ!“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მსგავსი თემები