რატომ სვამენ საქართველოში რუსეთის სადღეგრძელოს? – ოპოზიცია რუსული პროპაგანდის გაძლიერებას ხელისუფლების მიერ წახალისებულად თვლის

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად დაგვანახა, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ისედაც ცხადი იყო, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მკვეთრად დაიძრა რუსული ავტორიტარიზმისკენ, ღიად ახალისებს განსხვავებულ აზრზე ძალადობას, მეტიც, ხელისუფლებამ ღია ომი გამოუცხადა მედიას და მათი დაქირავებული შავბნელი ძალები კი, ქუჩაშიც აღარ თაკილობენ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორებას. შედეგად 5 ივლისის მოვლენები 53 ნაცემი მედიის წარმომადგენელი და ცემით მოკლული ლექსო ლაშქარავა მივიღეთ.,“ – ამბობს „მედიაცენტრ მთავართან “, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ზურაბ ნადირაძე.

ნადირაძე მიიჩნევს, რომ 5 ივლისის მოვლენებს გარკვეული წამახალისებელი ფონი ჰქონდა:

„მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ განვმარტო, 5 ივლისის მოვლენები დღეს არ დაწყებულა, ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ სენსიტიური თემებით სპეკულირებს, რაც ამჯერად “ქართველობას გვართმევენ”, “ეკლესიას ებრძვიან” და “გარყვნილი დასავლეთი” არარსებული თემების სპეკულირირებით და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით გამოიხატება.

მცირედით გავშლი, მოდით მარტივად ვთქვათ და ვეტყვი იმ ჭკუათხელ ადამიანებს, ვისაც ამ ყველაფრის სჯერა, რომ თუ მათი გადმოსახედიდან ქართულ ეკლესიაში ან კონსტიტუციაში გაწერილი ადამიანის უფლებების მხრივ რამე არ მოსწონთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების “ბრალია”, 2014 წელს სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას (მე ცალსახად ვთვლი რომ უნდა მოეწერა), რომლის ფარგლებშიც შედიოდა ადამიანის უფლებები (მათ შორის ლგბტ თემის) და რის საფუძველზეც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი.

შედეგად ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია და მილიარდობით ლარის დახმარება ევროკავშირიდან (სხვა საქმეა ქოცებმა ეს დახმარება სად წაიღეს), აიღეს მილიარდობით ლარის სესხი და ა.შ. ანუ ასოცირების ხელშეკრულებით ლგბტ თემის უფლებების დაცვაზე კონსტიტუციით ვალდებულება აიღო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, შედეგად მილიარდები მიიღეს, რომელი თანხების უდიდესი ნაწილი სახლში წაიღეს და ისმევა ლოგიკური კითხვა: რა შუაშია აქ ოპოზიცია?!“ – აცხადებს ზურაბ ნადირაძე „მედიაცენტრ მთავართან.“

ნადირაძე ასევე კითხვით მიმართავს იმ კატეგორიას, ვინც რუსეთს აქებს, თუმცა სამკურნალოდ და განათების მისაღებად შვილებს ევროპასა და ამერიკაში აგზავნის:

„ამიხსნას ვინმემ, რატომ გვეუბნებიან ჩვენ, რომ რუსეთი კარგია და რატომ სწავლობენ მათი შვილები ევროპასა და აშშ-ში?! რატომ დადიან სამკურნალოდ და დასასვენებლად ევროპის კურორტებზე და რატომ არა რუსეთში?! მოდით ასე ვთქვათ, ვისაც გაგება არ უნდა და ტვინზე ბინდი აქვს გადაკრული, ამის ახსნას აზრი არა აქვს, საუკუნეები დამპყრობლების მახვილის ქვეშ გამოვიარეთ, სარწმუნოებაც შევინარჩუნეთ და ეროვნული იდენტობაც და ახლა ვინმე უცხოელი ტურისტი წაგვართმევს ერთს ან მეორეს?! ეს ხომ ისეთივე სისულელეა, როგორი სულელებიც დღეს ხელისუფლებაში ამ ყოველივეს მომფიქრებელი ადამიანები არიან. ბევრს აღარ გავაგრძელებ და მინდა “დავამშვიდო” ქოცხელისუფლებაც და ის რუსეთიდან მართული შავრაზმელი სუბიექტებიც, ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი პროგრესის და განვითარების სასარგებლოდ, რაც დღეს მხოლოდ დასავლეთთან ასოცირდება, და თუ ვინმე 5-10 % ამ ქვეყანაში რუსული მონობის მომხრე ჯერ კიდევაა დარჩენილი, რუსეთს ქართულ სუფრებზე ხოტბას ასხამს და რუსული უგემოვნო მუსიკით “ტკბობას” განიცდის, ეს მათი საქმეა.

მომავალი თაობას დეგრადაციას და ქვეყნის ოკუპანტის ჭაობში უარესად ჩაძირვას კი, ვურჩევ თავი დაანებონ!“ _ განაცხადა ნადირაძემ.

შეგახსნებთ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბაღდადის მკვიდრი, რუსეთი სადღეგრძელოს სვამს და აღნიშნულს ესწრება აგვისტოს ომის მონაწილის ძმაც.

მსგავსი თემები