მესამედ ვაქცინაცია საჭირო იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემია უკან არ იხევს, პირიქით. ახალ-ახალი შტამები ჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის მესამე დოზაც დაგვჭირდება.  

„ქვეყანაში „ფაიზერის“ საკმაოდ დიდი დოზები შემოვა და ეს ვაქცინა დაიხარჯება აუცრელ ადამიანებზე. რაც შეეხება მესამე დოზას, ანუ „ბუსტერს,“ ამაზე სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ გრძელდება მსჯელობა და განხილვა. ჩემი აზრით, ალბათ, მეორედ აცრიდან 8-10 თვის შემდეგ „ბუსტერი“ საჭირო იქნება, რადგანაც, პანდემია უკან არ იხევს. პირიქით, ვირუსის ახალ-ახალი შტამები ჩნდება.  დიდი ალბათობით, „ბუსტერული“ დოზები საჭირო იქნება“ – განუცხადა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“  

მსგავსი თემები