სასამართლომ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ კომპანიის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს და ამავე კომპანიის ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ალექსანდრე ბატიაშვილს, ირაკლი სირაძესა და მიხეილ ჭაბაშვილს  ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს. საუბარია ერთ შემთხვევაში  70 000 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში კი 3 800 ლარის აღებაზე.

პროკურორის განმარტებით, საუბარია ორგანიზებული ჯგუფზე, რომელიც ქრთამს სისტემატურად იღებდა.

ირაკლი სირაძის დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მოითხოვა და გირაოში 185 000 ლარიანი ბინის ჩადება შესთავაზა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

მიხეილ ჭაბაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 50 000 ლარიანი გირაო შესთავაზა. ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატმა კი 20 000 ლარი, თუმცა, სასამართლომ არც ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი თემები