„ტურისტების თვალსაზრისით არაბული სამყარო ლიდერობს“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოში ტურისტების ჩამოსვლის მხრივ, „არაბული სამყარო“ ლიდერობს. ასევე, ქვეყანაში უკრაინელი და ბელარუსი სტუმრები გვყავს“ – განაცხადა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

როგორც ალავერდავილმა აღნიშნა, გასაოცრად სწრაფი ტემპით დავიწყეთ აღდგენა და თბილისში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა ივნისში 45-50%-ს მიაღწია.

„გასაოცრად სწრაფი ტემპით დავიწყეთ აღდგენა. თბილისში, ივნისში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 45-50%-ს მიაღწია და ივლისის თვეში 65%-მდე ავიდა, რაც ზოგადად ძალიან კარგია. თუმცა, პანდემიის თემა ძალიან რთულად აისახება ბაზარზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიზიდოთ სტუმრები. ამ ეტაპზე ტურისტების ჩამოსვლის მხრივ ლიდერობს „არაბული სამყარო“, ასევე გვყავს უკრაინელი, ბელარუსი სტუმრები და თანდათანობით ევროპიდან ჯავშნების მიღებას ვიწყებთ. თუმცა ევროპელი სტუმრები ზღვაში წვეთია, თითზე ჩამოსათვლელია.

ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს პერსონალის დეფიციტის. პერსონალი არ გვენდობა, რადგან იმდენად ხშირადაა ლაპარაკი, რომ ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ, ადამიანები არ გვენდობიან, რომ ჩვენთან დაბრუნდნენ. ეს მოლოდინი ტურისტული კომპანიებისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ განცხადებები განცხადებებისთვის ეს შიდა და გარე ბაზრისთვის ცუდი მესიჯია“, – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, სექტორი ფეხზე წამოდგომას ნელ-ნელა იწყებს და ამ ეტაპისთვის, თანამშრომელთა მხოლოდ 40%-ია აღდგენილი.  

მსგავსი თემები