ლევან ყიფიანი ოქუაშვილთან ერთად  ჩანაწერების გაკეთებაში მონაწილეობას ადასტურებს

„ომეგას“ საქმის სკანდალი გრძელდება. სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ადვოკატი ზაზა ოქუაშვილს სასამართლოი უჩივლებს.  სამოქალაქო სარჩელის გარდა, ადვოკატი ოქუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პროკურატურასიც გეგმავს.

რაც ეეხება ავად ყიფიანს, ის ამბობს, რომ ეს იყო თამაში და ამ ამაშში მონაწილეობის  გამოწვევა მან მიიღო.

“ბოდიში საზოგადოებას, ჩემს ოჯახს იმ მდგომარეობისთვის, რაც ჩემს გარშემო შეიქმნა. მე დღეს მივეცი ჩვენება, მიმართულებას არ ვცვლი და მაქსიმალურად ვეცდები, მოეფინოს ნათელი ამ მდგომარეობას. რაც ხდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით… მე ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან და ისეა საქმე წარმოჩენილი თითქოს მე აქ მისული ვიყავი და მიგზავნილი. არა და არა, მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი, მქონდა ხელშეკრულება და ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი ხელისუფლებასთან და ბიზნესთან… რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ხდებოდა ჩანაწერებზე, მე გეტყვით, რომ შეიძლება ეს იყოს სასაცილოც კი, იმიტომ რომ ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ე. ი ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულის თვეში. მე ხან კომპანიიდან გავდიოდი, ხან გამოვდიოდი. ასე ვთქვათ, ბოლო შეხვედრისასა მან შემომთავაზა მივსულიყავი მასთან და დამიხატა ესეთი სურათი, რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორტებისგან, ის პრობლემებს განიცდის ბიუჯეტიდან თანხებთან დაკავშირებით, ამიტომ მან გადაწყვიტა დაეხატა ესეთი სცენარი, რომ ჩაგვეწერა ერთობლივად მაკომპრომიტირებელი მასალა, რომელიც შემდგომში უნდა წარედგინა და რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, რომ ის უნდა წასულიყო უცხოეთში იმისთვის, რომ დაერწმუნებინა და მე რომ ყოფილი მინისტრი ვიყავი, ჩემი წარმომავლობა ოჯახიშვილობა უცოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი”, – განაცხადა ყიფიანმა.

“ომეგა ჯგუფის” საქმეზე, კონკრეტულად კი იმ ჩანაწერებზე, სადაც ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი მონაწილეობენ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მსგავსი თემები