„როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი“ -კახი კალაძე

„არაერთხელ მითქვამს – როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სვლას არ შეწყვეტს. 

„რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა ქალაქის მერად კენჭისყრა შემომთავაზა. მქონდა დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის – არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე, როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაში შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ.

არცერთი წუთით არ შევჩერდები,  მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით განვაგრძობ ამ  მიზნისკენ სწრაფვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები