„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე წარადგინა

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი – კახა კალაძე იქნება. მისი წარდგენა ამ წუთებში „მთაწმინდის პარკში“ მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტიკოსები, ხელოვანები, ექიმები და სხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

კახა კალაძე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა და მას გუნდის გამორჩეული ლიდერი უწოდა.

ამ წუთებში, ღონისძიების მონაწილეებს თავად კახა კალაძე მიმართავს და აცხადებს, რომ კმაყოფილი არასდროს იქნება, სანამ სოციალური ფონი არ გაუმჯობესდება. კახა კალაძე თბილისის მერობისთვის მეორედ იბრძოლებს.    

მსგავსი თემები