“პედიატრიული საწოლები ჯერჯერობით საკმარისია – მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებული” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსისგან მოზარდების მთავარი დაცვა და რეგულაცია არის ოჯახის წევრების ვაქცინაცია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით, პრობლემა არ არის.

„მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებულები. ეს არის ყველაზე მთავარი დაცვა ამ შემთხვევაში.

„დელტა“ შტამის გავრცელებას რაც შეეხება, დიახ, „დელტა“ შტამის ცირკულაცია იმატებს და ყველა ვხედავთ ამას. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია. სხვა მხრივ მოზარდი და მითუმეტეს, ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი სხვა არ არის, გარდა იმისა თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ წესების დაცვა. პედიატრიული საწოლები, ჯერჯერობით, საკმარისია. ამასთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, პრობლემა არ არის,“- განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები