“ბათუმის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამი ქვეყნის პერსპექტივებს, ევროკავშირისკენ მისწრაფებას” – პრემიერი

ბათუმის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამი ქვეყნის პერსპექტივებს, ევროკავშირისკენ მისწრაფებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გუშინდელ კონფერენციას, რომელიც ჩატარდა ბათუმში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტ ბატონ ზელენსკის და მოლდოვის პრეზიდენტ ქალბატონს სანდუს.

ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამივე ქვეყანას, სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც გვაერთიანებს.

კერძოდ, ევროკავშირისკენ მისწრაფებასა და საერთო ღირებულებების დაცვას, ზოგადად, ამის გარშემო ჩვენს გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების და კიდევ ერთხელ, მადლობა მათ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები