პირს, რომელმაც, სავარაუდოდ, ლექსო ლაშქარავას ჰეროინი მიჰყიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფამილ ალიევს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას და მასთან ერთად მყოფ პირებს ჰეროინი მიჰყიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა გასაღებას ედავებიან. 

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ალიევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი თემები