მოსამართლეების დანიშვნით ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკმაყოფილოა

  •  

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა მმართველ გუნდთან შეთანხმების საგანი არ ყოფილა.  

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა მიშელმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ შეაჩერა.  

მსგავსი თემები