„მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება  ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან“ – ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრაზე

პრემიერ მინისტრის განცხადებით, მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტს ასრულებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, სწორედ ეს იყო თემა, რაზეც მან ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა.  

„გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები საქართველოში, ბათუმში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში. ასევე, მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში,  მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება  ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა, სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები