უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდზე იმყოფება. ის, საოკუპაციო ხაზთან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა.

უკრაინის პრეზიდენტი ადგილზე ეცნობა რა ვითარებაა ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვართან და ხიდზე ენგურის გადმომსვლელბსაც ესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. კონფერენცია კი დღეს 15:00 საათზე იხსნება.

კონფერენციის მთავარი თემა  მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის, ე.წ. ასოცირებულთა სამეულის კიდევ უფრო გაძლიერებაა.

მსგავსი თემები