“ვისაც არ ეზარება, ყველა 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს” – ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ექვსი თვის ვადით აირჩევს.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ძალები წარმოდგენილ კანდიდატებს არ იცნობენ, შესაბამისად, შესაძლოა, მათი მხარდაჭერა ვერ მოიპოვონ.

„არ ვიცი, შარლ მიშელი რამდენად მწვავე საყვედურს ეტყვის ყველას, რადგან ვისაც არ ეზარება ყველა 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს. მაგალითად, „ქართული ოცნება“ მეორედ არღვევს სასამართლოს ნაწილში, რადგან გუშინ მეორე შემთხვევა იყო, როცა შევთანხმდით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა ყოფილიყვნენ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციის მქონე ადამიანები. შეიძლება, წარმოდგენილი ხალხი თავის სფეროში არიან რეპუტაციის, მაგრამ მათ არავინ ვიცნობთ და ეს ხომ უკვე დარღვევაა? ალბათ, ცესკო-ს თავმჯდომარე ექვსი თვის ვადით გვეყოლება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტის გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები კენჭისყრაზე ჩავარდნენ.

მსგავსი თემები