„მოარიდეთ ხალხმრავალ კურორტებს ბავშვები“ – ლიკა მუმლაძე „მედიცანტრ მთავარში“

  •  

„ბავშვები გავიყვანოთ სოფლებში და კერძო აგარაკებზე“ – ამის შესახებ „მედიცენტრ მთავარში“ „მცხეთის -სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მედიკოსი რეკომენდაციის სახით განმარტავს, რომ ბავშვები ხალხმრავალ კურორტებს მოარიდონ.

„ჯობია იზოლირებულ სივრცეებში გვყავდეს ბავშვები, ბევრი ადამიანის ერთად ყოფნა ღია სივრცეში არანაირად არ განსხვავდება დახურული სივრცეებისგან ბავშვებში გავრცელება მარტივია, რადგან ვერ იცავენ რეგულაციებს, მოარიდეთ ხალხმრავალ კურორტებს ბავშვები,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მისივე თქმით არაა გამორიცხული გარკვეული რისკები სამედიცინო სექტორში:

„მოიმატებს მძიმე პაციენტების რიცხვში, შესაძლოა შეიქმნას საწოლების პრობლემა, ჩვენს კლინიკაშიც აქტიურად მიდის ვაქცინაცია, იცრებიან, როგორც მიზნობრივი ჯგუფები, ასევე მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ გვქონდა საწოლების პრობლემა და შემთხვევის მატებასთან ერთად ესეც იჩენს თავს,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცნტრ მთავარში.“

მსგავსი თემები