ბათუმში შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება

ბათუმში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ელოდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ შარლ მიშელთან და საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციაში ჩაერთვებიან.

იგეგმება ასოცირებული ქვეყნების ლიდერებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი შეხვედრა და განცხადებები პრესისათვის.

10:00 საათზე კი ბათუმში დაიწყება შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მთავარი თემა 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის დეტალებთან ერთად 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებიც იქნება.

მსგავსი თემები