“გვეზიზღებით ჟურნალისტები, მოშორდით ჭინკებო“ – ვარლამ გოლეთიანის მესიჯი და აგრესია სოციალურ ქსელში

„როდესაც მედია ჩვენთან ხეობაში ჩამოდიოდა, აქ შეკრებილ ადამიანებს მათთან ჰქონდათ სერიოზული პრობლემები“- ეს განცხადება ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა, გოლეთიანის გზავნილი მის მხარდამჭერ ჯგუფებში მედიის მიმართ აგრესიის მიზეზი გახდა:

„გვძულხართ ჟუნრალისტები, მოშორდით, ჭინკებო“ , „ჟუნრალისტებს ნუ უწოდებთ, ეგენი 30 ვერცხლის მათხოვრები არიან“ – მსგავსი შინაარსის პოსტებით გოლეთიანის მხარდამჭერ ჯგუფებში მედიის წარმომადგენლებს მიმართავენ. შეგახსნებთ ვარლამ გოლეთიანმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მედიის მიმართ საზოგადოებაში აგრესია არის:

„„როდესაც მედია ჩვენთან ხეობაში ჩამოდიოდა, აქ შეკრებილ ადამიანებს მათთან ჰქონდათ სერიოზული პრობლემები და ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, კონფლიქტის მოგვარებას. ადგილზე მნიშვნელოვანი იყო მედიასთან კონფლიქტისგან თავის არიდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით ამ სივრცის დალაგებას და ჩვენ ეს მოვახერხეთ“, – ამბობდა გოლეთიანი.

თუმცა ვარლამ გოლეთიანის მისამართით ემიგრანტების უკმაყოფილებაც ფიქსირდება:“ვაი შენს პატრონს უბედურს ემიგრანტებმა ურიცხა ფულები ვითომ ჰესის იცავდა ახლა აღარ ისმის არაფერი ეახლა იმედი დააგროვა კი მოივლის მსოფლიოს ნეტავ იმის თავში ჩამხედა ვინც ამას ფულებს ურიცხავდა,“ – წერენ სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები