PCR ტესტის გარეშე სემინარები, ტრენინგები და სხვა ტიპის შეკრება აკრძალულია

უწყებები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს, სემინარებს და მსგავს შეკრებებს დაგეგმავენ, ვალდებულები არიან, მონაწილეები PCR ტესტირების გარეშე არ დაუშვან.  

მთავრობის შესაბამისი დადგენილება დღეს, 19 ივლისს ამოქმედდა. მის მიხედვით,  კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეებმა  PCR ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.

ცვლილებებით, ასევე აკრძალულია ე.წ. ბანაკის ტიპის შეკრებები; 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების შედეგად.

მსგავსი თემები