შარლ მიშელის დღის წესრიგი ოპოზიციასთან შეხვედრით იწყება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში იმყოფება და შეხვედრებისთვის ემზადება. მაღალი რანგის სტუმარი შეხვედრებს დილიდან გამართავს და ეს იქნება პოლიტიკოსებთან საუბარი. ჩანიშნულია ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან გასაუბრება, რომელიც დღეს გაიმართება.

ოპოზიცია ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან მწვავე შეხვედრას გეგმავს და აცხადებენ, რომ ისაუბრებენ როგორც 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობაზე, ისე 5-6 ივლისის მოვლენებზე, სადაც მედიის მიმართა ანგარიშსწორება განხორციელდა, მმართველმა გუნდმა კი არაფერი გააკეთა.  

შარლ მიშელი ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც დღეს იხსნება. კონფერენციის მთავარი თემა კი  მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის, ე.წ. ასოცირებულთა სამეულის კიდევ უფრო გაძლიერებაა.

ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ – მაია სანდუსა და ვლადიმერ ზელენსკისაც ელიან.

მსგავსი თემები