პარლამენტის სხდომა დაიხურა, მინისტრის მოსმენა ჩაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის სხდომა დაიხურა. აღნიშნულის მიზეზი „ნაციონალურ მოძრაობის“ პროტესტის ის ფორმა გახდა, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა.

კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებმა, ტრიბუნასთან მისულ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს, ტრიბუნასთან მივიდნენ სხვადასხვა პლაკატებით და სხდომა ჩაშალეს. დეპუტატი ნონა მამულაშვილი კი ფეხშიშველი დეპუტატის მაგიდაზე ავიდა და მინისტრს პლაკატი იქიდან აჩვენა.

მინისტრმა გომელაურმა სხდომათა დარბაზი დატოვა, დეპუტატები კი დარბაზს ტოვებენ.   

მსგავსი თემები