პარლამენტთან „ლელოს“ წევრები დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ისევ ხმაურია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს მოუწოდებენ, მუშაობაში ხელი არ შეუშალონ.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშისთვის, სამართალდამცველებმა „ლელოს“ წევრები – გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავეს.

დაკავებას წინ სამართალდამცველებსა და „ლელოს“ წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

დაძაბული ვითარება და ხმაურია შიგნით, პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც. პარლამენტის თავმჯდომარე, ამ დრომდე სხდომის განახლებას ვერ ახერხებს.  

მსგავსი თემები