„გომელაური უნდა გადადგეს“ – ოპოზიცია მინისტრს ამ სლოგანით ხვდება

საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს „ცხელ დღეს“ ჰპირდება. ამ წუთებში, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის გარეთ იმყოფება და პროტესტისთვის ემზადება, ნაწილი კი სხდომათა დარბაზშია. მინისტრი კი პარლამენტში რამდენიმე წუთში მივა.      

„სწორედ იმიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, როგორაა პასუხისმგებელი გომელაური იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავებულია 5 ივლისს და მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება. მას არ უჭირს საპოლიციო ძალების ორგანიზება, როცა ცარიელი “ქართული ოცნების” ოფისია დასაცავი და რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულება. ამიტომ, ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს და ჩვენი პოზიციაა, რომ გომელაურმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, მივმართავთ მათ ამ მოწოდებით და გვექნება არაერთი კითხვა“ – განუცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები