პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან – ხმაური შიგნით და გარეთ

საკანონმდებლო ორგანოს გარეთ და შიგნით, დღეს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პროტესტს და ხმაურს გეგმავს. პროტესტს და აქციას მედიის ნაწილიც უერთდება. პროტესტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები პარლამენტთან 12 საათამდე შეიკრიბებიან, რადგანაც 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს.

მინისტრი პარლამენტში რიგგარეშე სესიის ფორმატში მიდის და ის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში საუბარი მოუწევს 5-6 ივლისის მოვლენებსა და მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ასევე, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და სხვა საკითხებზე.  

ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას აპირებს, რადგანაც აცხადებს რომ სხდომამ მშვიდად არ უნდა ჩაიაროს. ხმაური იქნება პარლამენტის შენობის გარეთაც, ყველა შესასვლელთან, სადაც მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და აქტივისტები იკრიბებიან და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი თემები