დიდუბეში ცეცხლის ჩაქრობას 13 სამაშველო ჯგუფი ცდილობს

დიდუბეში ხანძარია, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე მდებარე შოკოლადის საწყობებს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ამ წუთებში 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მსგავსი თემები