პარლამენტთან აქცია განახლდა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, გარკვეული მედიასაშუალებების ორგანიზებით საპროტესტო აქცია განახლდა. მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც 5-6- ივლისს მედიაზე იძალადა.

აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების გარდა, იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, პროტესტს პერმანენტული ხასიათი ექნება და გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

მსგავსი თემები