„შესაბამისი იქნება ურთიერთობაც“ – მამუკა მდინარაძე მედიის ნაწილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ მედიის იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც მედიასთან კავშირი არ აქვთ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, მმართველ გუნდს შესაბამისი ურთიერთობა ექნება.

„1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.

2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ “პერფომანსებს”.

3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს – შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები