„საჭიროა, ორივე მხარის შეიარაღებული ძალების გაყვანა სადავო ტერიტორიებიდან“ – შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, არსებობს ოთხი საკითხი, რომლის მოგვარება აუცილებელია მოკლე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. მისივე შეფასებით, რიტორიკაც შესარჩევია.

„ვხედავთ ოთხ საკითხს, რომელთა მოგვარება საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ამ რეგიონში სტაბილურობა და კეთილდღეობა დამყარდეს. პირველი არის ზომიერი რიტორიკა და აგრესიული რიტორიკის თავიდან აცილება. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან ერთად განგვეხილა ტყვეების საკითხი.  ასევე, დანაღმული ველების რუკების საკითხი“ – აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე მოსაგვარებელია, საზღვრებს ეხება.

„მეორე პუნქტი არის საზღვრების დელიმიტაცია. ვიმედოვნებთ, რომ ესეც შესაძლებელი იქნება და შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების, დიალოგის პროცესის დაწყება. მიგვაჩნია, რომ  საჭიროა, ორივე მხარის შეიარაღებული ძალების გაყვანა სადავო ტერიტორიებიდან,

რათა დისკუსიები დაწყება შესაძლებელი გახდეს. მესამე საკითხი: შესაძლებელი გახდეს ტრანსპორტის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხის განხილვა. მეოთხე საკითხი არის სამშვიდობო მოლაპარაკებები და სტატუსის საკითხი. მე ასევე ძალიან ფრთხილად ვუყურებ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელი იქნება ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა იუნესკო,“- აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები