„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან, ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს პატრიარქს შეხვდა და არაერთ გამოწვევაზე ისაუბრეს.

“შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები