ვირუსით 22 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 363 318-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 123, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 78, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 111, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

მსგავსი თემები