“არ გამოვრიცხავ, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე გომელაური გადადგეს” – თინათინ ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტამდე, ვახტანგ გომელაური გადადგეს.

“შარლ მიშელის ვიზიტი “ქართული ოცნებისთვის” მარტივი არ იქნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ მის ჩამოსვლამდე ბატონი გომელაური უკვე გადამდგარი იყოს. ივანიშვილი ეძებს განტევების ვაცს, რომ სისხლიანი ხელები შეაწმინდოს, რომელიც სინამდვილეში არის ღარიბაშვილის და ასევე ივანიშვილის, რომელიც პასუხისმგებელია ღარიბაშვილის ქმედებებზე, რომლის ბედსაც ის ერთპიროვნულად განკარგავს,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი თინათინ ბოკუჩავა. 

მსგავსი თემები