რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გახარიას პარტიას შეურთდა

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად დოლიძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, მისივე თქმით იგი გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ უერთდება:

„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, 2017 წლიდან დღემდე რუსთავის საკრებულოში გახლდით ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე… მივიღე გადაწყვეტილება ფრაქციისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ, ვინაიდან პარტიისა და ჩემი ხედვები ადამიანურ ფასეულობებთან და ღირებულებებთან მიმართებაში რბილად რომ ვთქვათ, დაშორდა ერთმანეთს…მადლობა ჩემი ოლქის ყველა მაცხოვრებელს გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. მინდა გულწრფელად, მთელი პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ვრჩები ჩემი ოლქის მაცხოვრებელთა ერთგული და მათი ინტერესების დამცველი…
გულწრფელადვე მინდა გაცნობოთ, რომ ვუერთები და ყოველთვის ვიქნები იმ ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გვერდით, ვინც იქნება ხალხისთვის და საქართველოსთვის…
#ვერთიანდებითსაქართველოსთვის.” – წერს ზვიად დოლიძე

მსგავსი თემები