“ბლეფია ეს!” – გიორგი თაბაგარი რადიკალების სახლების ჩხრეკაზე

“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი რადიკალური ჯგუფების ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის, ასევე  “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურა მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ბლეფია ეს და ტყუილი ფაფხური. 5 ივლისამდეც დაიბარეს გამოკითხვაზე რომ ჩვენთან და ელჩებთან ეთქვათ, რომ აი, ხო ვიძიებთ საქმეს. იმ დროისთვისაც ჰქონდათ საკმარისი საფუძველი მახარაძის დასაკავებლად, მაგრამ არაფერი ქნეს და ერთად შეასრულეს 5 ივლისი! ამაში ეჭვი აღარ მეპარება!”, – წერს თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომ “ალტ-ინფოს” დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის გარდა, დღეს დილით პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებიც გაჩხრიკა. ჩხრეკის შემდეგ კი ზურა მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები