Pfizer-ით ვაქცინაცია დღეიდან იწყება

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს განახლდა. ამერიკული პრეპარატით იმუნიზაცია მოქალაქეებს, პირველ ეტაპზე, 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ, პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებისა და ბრიგადების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ქვეყანაში, ამ დროისთვის, 28 000 დოზა Pfizer​-ია შემოსული და ქვეყანა ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად დამატებით დოზებს ელოდება.

მსგავსი თემები