„ვერ გაუძლებდა ამას ქვეყანა და მოქალაქეების მოთმინების ფიალაც აივსებოდა“ – თენგიზ ცერცვაძე ქვეყნის ჩაკეტვაზე

„ექიმის პოზიციიდან, შეზღუდვების მოხსნა ვიჩქარეთ, სახელმწიფოს პოზიციიდან – არ ვიჩქარეთ“ –  აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან და კლინიკური სექტორის მობილიზაციის საჭიროებაზე საუბრობს.  

„თუ ვილაპარაკებთ ექიმის პოზიციიდან, შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, ვიჩქარეთ. მაგრამ, თუ ვილაპარაკებთ სახელმწიფოს პოზიციებიდან და მოქალაქეებისთვის ნორმალური ცხოვრების საჭიროების პოზიციებიდან – არ ვიჩქარეთ. მეტი გაგრძელება არ შეიძლებოდა, ვერ გაუძლებდა ამას ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების მოთმინების ფიალაც ივსებოდა. ექიმის პოზიციიდან ეს გამართლებული არ იყო, მაგრამ სახელმწიფოს და მოქალაქეების პოზიციიდან გამართლებული იყო“ – აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციონისტი ფიქრობს, რომ „დელტა“ შტამის მატებიდან გამომდინარე, კლინიკური სექტორის მობილიზება უნდა მოხდეს.

„რადგან შეზღუდვები მოიხსნა, ახლა ნუღარ ვიწუწუნებთ. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ კლინიკური სექტორის მობილიზაცია მოხდეს მაქსიმალურად, კლინიკურმა სექტორმა მიიღოს ეს სერიოზული გამოწვევა და ძირითადი დარტყმა თავის თავზე აიღოს და კლინიკური სექტორი აღმოჩნდეს გაზრდილი დატვირთვის ქვეშ“, – განაცხადა ცერცვაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები