სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი დაკავებულია

თაღლითობის ბრალდებით სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი დააკავეს. გივი ჯიბლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა და გამოძიება 180-ე მუხლით მიმდინარეობს. მენაშენის აყვანა მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა. კომპანიას მეანაბრეები დიდი ხანია პრობლემების მოგვარებას სთხოვენ, თუმცა, კონფლიქტი ჩიხში შევიდა. მას მეანაბრეების სოლიდური დავალიანება გააჩნია. გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო მას ნებართვის გარეშე მშენებლობებსაც ედავება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანიისგან ფინანსური დოკუმენტაციაც ამოიღო, საიდანაც საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტიც იკვეთება.

მსგავსი თემები