როგორია მართვით სუნთქვაზე მყოფი კოვიდინფიცირებული სამი ჩვილის მდგომარეობა

ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

„სამი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ რჩება. ერთ-ერთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა,” – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მაია ჩხაიძის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კოვიდით ინფიცირებული 19 არასრულწლოვანი გადის მკურნალობას მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მსგავსი თემები