„ყველა ქვეყანაში დგას საკითხი რამდენად საშიშია „დელტა“ ვარიანტი“ – გიორგი კამკამიძე

„რაც დადასტურებულია ამ ვარიანტთან ეს არის, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა,  კლინიკა „ნიუ-ლაბის“ დირექტორმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა.

კამკამიძე კვლევებიდან გამომდინარე აცხადებს, რომ „დელტა“ შტამი „ბრიტანულ“ შტამთან შედარებით ნაკლები სიკვდილიანობით ხასიათდება:

„ყველა ქვეყანაში დგას საკითხი, რამდენად საშიშია „დელტა“ ვარიანტი, ის უფრო სწრაფად ვრცელდება და ეფექტურად ასნებოვნებს ადამიანს, რაც შეეხება სიკვდილიანობას კვლევებით დგინდება, რომ „დელტას“ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე ბრიტანული შტამის.

ეს „დელტა“ შტამი ახალგაზრდა ასაკში და ბავშვებშიც ვრცელდება,ვირუსი ცდილობს ისეთ პოპულაციებში გავრცელდეს, სადაც დღემდე არ იყო,“ – განაცხადა კამკამიძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები